პროექტი

1)პროექტის სახელწოდება:  ძალადობა  (ბულინგი)

2)პროექტის მთავარი იდეა:  ძალადობა საშიში და გავრცელებული ფორმაა საზოგადოებაში.
მოსწავლეებმა  გაიაზრონ ეს საფრთხე. ისწავლონ მასთან გამკლავება

3)პროექტის აქტუალობა:  ბულინგი საშიში და საფრთხის სემცველია, ყოველ ეპოქაში
არსებობს და დღესაც აქტუალურია. სკოლებსი, საზოგადოებასი, ამიტომ მოსწავლეები
გააცნობიერებენ, თვითონ მოძებნიან და შექმნიან  რესურსებს თუ როგორ გაუმკლავდნენ
ამ პრობლემას.
4) პროექტის მიზნები:მოსწავლეებს აღეძვრებათ სიკეთის ქმნის სურვილი. გაუჩნდებათ
ემპათიის, დახმარების სურვილი. ისწავლიან პატიება - მიმტევებლობას.
5)მოსწავლეთა ასაკი: მე-9 კლასი
6)ვადების ხანგრძლივობა:ერთი თვე
7)მოსალოდნელი შედეგები/  პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:-სლოგანი:”ნუ მომკლავ”/
ვიდეორგოლი, ანიმაციური ფილმი: “გიყვარდეს მოყვასი შენი”
8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ტექსტები:ილია ჭავჭავაძე “სარჩობელაზედ’,
’გიორგი  ლეონიძე “მარიტა”, მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა”

9) პროექტის მსვლელობა/ ძირითადი აქტივობები: ჯგუფებად დაყოფა :

პირველი ჯგუფი:დებატები. დებულება-საზოგადოებასა და ინდივიდს შორის კონფლიქტის
შემთხვევაში საზოგადოებაა დამნაშავე.
მეორე ჯგუფი:ანოტაცია ტექსტზე “ეშმაკის ქ
მესამე ჯგუფი; რეცენზია ტექსტზე: “სარჩობელაზედ”

ფაქტობრივი და სააზროვნო შეკითხვები:
ვინ და როგორ ქმნის საზოგადოების წარმოდგენას სამართლიანობაზე, სამართლიან
სასჯელზე? რა მიმართებაა სამართლიანობასა და სამართალს შორის?  რას გულისხმობს
ადამიანის პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ ან პირიქით? როგორ და რაში
ვლინდება
ადამიანის პასუხისმგებლობა საზოგადოების/ქვეყნის მიმართ?  რამდენად უპასუხებს
ტექსტი
კითხვებს, რომლებიც მაქვს სამართლიანობასთან დაკავშირებით? რა მიზნით და
რამდენად
ეფექტურად იყენებს ავტორი ენობრივ საშუალებებს? რა ფაქტორები განსაზღვრავს
ავტორის/პერსონაჟების წარმოდგენებს ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ
პასუხისმგებლობაზე, დანაშაულსა და სასჯელზე?  რა გავლენას მოახდენდა
(/რამდენად შეცვლიდა)
ხედვის პერსპექტივის შეცვლა ნაწარმოებში აღწერილ ამბავს? რა
მსგავსება-განსხვავებაა
ამ თემაზე შექმნილ ტექსტებს შორის? რითია ისინი განპირობებული? რამდენად
და როგორ
დამეხმარება ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურის ცოდნა რეალურ ცხოვრებაში?

10)საგნებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
პასუხისმგებლობაზე შექმნილი განსხვავებული ტიპისა და  და ჟანრის ტექსტების
შესწავლა- გაანალიზება და ინტერპრეტირება ნასწავლი ცნებებისა და საკითხების
გამოყენებით( ქართ. საბა.1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11)
პასუხისმგებლობაზე შექმნილი ტექსტების შეფასება მათ  მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა (ქარტ. საბა. 7 .9. 11.)

11) პროექტის ხელმძღვანელი:მზია ბუქიძე

12)ხელმძღვანლის  ელ-ფოსტა :mzia.bukidze@gmail.com


13) პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: https://mziabukidze.blogspot.com/






:

No comments:

Post a Comment